logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: პოლონელი ექიმების მოწვევასა და ამ პროცესში მათ მონაწილეობას მე დავარქმევდი მხოლოდ ერთ სახელს - „თავისუფლება მიშას“
- +

15 ივლისი. 2023. 22:04

 


რთულია ასახსნელია ექიმისგან მსგავსი ქცევა. თვითონ ფაქტს - პოლონელი ექიმების მოწვევასა და ამ პროცესში მათ მონაწილეობას მე დავარქმევდი მხოლოდ ერთ სახელს, „თავისუფლება მიშას“, რომელიც სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გამოიხატა კეთილი ნება, რომ ეს მოთხოვნა თუ თხოვნა დაკმაყოფილებულიყო და პოლონელი ექიმები სააკაშვილთან შესულიყვნენ.

თავად ფაქტი, რომ წინდებით მოახდინო კვლევის მასალის გამოტანა კლინიკიდან, აბსოლუტურად აბსურდული ქცევაა. განმარტება, რომ თურმე ის ყველაფერს წინდებში ინახავს, სასაცილოა და როგორ შეიძლება ეს სერიოზულად განვიხილოთ. მსგავსი საქციელი შეურაცხმყოფელია, არასერიოზული და ნამდვილად საჭიროა, მოვისმინოთ განმარტება. მე, როგორც საქართველოს ერთ ჩვეულებრივ მოქალაქეს, მაინტერესებს, რა იდგა ამ კონკრეტული ქმედების უკან და რას ემსახურებოდა ის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner