logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი: ჩემთვის სამწუხაროა იმის ყურება, როგორც ვითარდება უკრაინის დამოკიდებულება საქართველოსადმი
- +

15 ივლისი. 2023. 22:15

 

სააკაშვილი ერთი ნაწილია საქართველო-უკრაინის ურთიერთობების. ჩემთვის სამწუხაროა იმის ყურება, როგორც ვითარდება უკრაინის დამოკიდებულება საქართველოსადმი ,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველებსა და საქართველოს პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს უკრაინისადმი და ვცდილობთ მაქსიმალურად ვაჩვენოთ, ვხედავთ ძალიან დამაზიანებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს საქართველოსთან მიმართებაში. არა მხოლოდ განცხადებები, მძიმე ბრალდებები, რაც საყურადღებოა. დღეს ეს ქვეყანა ომშია, რა თქმა უნდა განსაკუთრებული ინტერესი და ყურადღებაა ყველა იმ განცხადების მიმართ, რომლებიც მისი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კეთდება. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ინტერესებსა და რეპუტაციას აზიანებს. ჩვენ დღეს ვაცხადებთ, რომ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ვართ, რაც თითქოს აბსურდულიცაა, რადგან მეგობრობას ორი მხრიდან ურთიერთობა სჭირდება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner