არახამია დიდი ხანია ცდილობს, რომ გავლენები მოახდინოს ქართულ საზოგადოებრივ აზრზე, თუმცა ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოება ბრძენია და სწორი დასკვნების გამოტანა შეუძლია - რა მიზნებს ემსახურება ამ ადამიანების აქტიურობა, -ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მაშინ, როდესაც უკრაინისთვის მთავარი ამოცანა გამარჯვება და მშვიდობა უნდა იყოს, ამ ქვეყნის მაღალჩინოსნები დაკავებული არიან საქართველოს საშინაო საქმეებით“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.