კიევს მხარდაჭერის ნიშნად სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ესტუმრა. იუნ სოკ იოლი უკრაინის დედაქალაქში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, რომლის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
უკრაინაში ვიზიტამდე სამხრეთ კორეის ლიდერი ვილნიუსის ნატოს სამიტსა და პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერის საშუალებები განიხილა.