ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურებას ე.წ. რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილ გრანტს უკავშირებს:
„2016 წლისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ანტირუსული პროპაგანდისთვის გამოყო 1 მილიარდი დოლარი. ეს თანხა პოსტსაბჭოთა სივრცეში, გრანტების სახით, უნდა გადანაწილდეს მოლდოვაზე, უკრაინასა და საქართველოზე. დაახლოებით 300 მილიონ დოლარს აითვისებს ჩვენი არასამთავრობო სექტორი, რომელიც ირიბად თუ პირდაპირ დაკავშირებულია რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან და საინფორმაციო საშუალებასთან!
ახლა ხვდებით, რატომ მიდის გამძაფრებული პროპაგანდა, თითქოს საქართველოში პრორუსული ძალები გაძლიერდნენ და ხელისუფლებაში მოსვლასაც გეგმავენ?!
ფული, ბაბაია, ფული!!!"