თურქეთი მხარს უჭერს NATO-ს გაფართოებას მსოფლიოში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ შაბათს თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა განაცხადა.
„თურქეთს მიაჩნია, რომ ალიანსის გაფართოება არის პლანეტაზე მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის გასაღები“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, NATO-ს გაფართოების მიმართ ანკარას მხარდაჭერა არ არის მიმართული კონკრეტული ქვეყნისკენ, არამედ მიმართულია ალიანსის უსაფრთხოების ყოვლისმომცველ ორგანიზაციად გადაქცევაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სტაბილურობის მიღწევას.
პოლიტიკოსის განმარტებით, NATO-ს ვილნიუსის სამიტამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მიმართ NATO-ს მხარდაჭერა დაადასტურა.