logo_geo
eng_logo
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა
- +

16 ივლისი. 2023. 12:58

 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის NATO-საქართველოს  წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის ერთთვიანი კურსი დასრულდა. კურსს ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი (BMATT) უძღვებოდა და მასში მონაწილეობას 60 სამხედრო მოსამსახურე იღებდა. სწავლება ორ ეტაპად ჩატარდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

 

კურსის განმავლობაში მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს. მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, გამოცდილება სხვა სამხედრო მოსამსახურეებსაც გაუზიარონ.

 

„კრწანისის“ სასროლეთზე კურსის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოები შეასრულეს როგორც შაშხანით, ასევე პისტოლეტით სროლაში და ბრიტანელი ინსტრუქტორების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner