logo_geo
eng_logo
ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგონას ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- +

16 ივლისი. 2023. 15:16

 

 

ფონიჭალაში 22 წლის ბიჭმა არასრულწლოვანი გოგო, რომელიც ბიძაშვილად ეკუთვნის, ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა.

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაკავებულია ოთხი პირი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

არსებული ცნობით, არასრულწლოვანი ქორწილიდან მანქანით გაიტაცეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner