ფონიჭალაში 22 წლის ბიჭმა არასრულწლოვანი გოგო, რომელიც ბიძაშვილად ეკუთვნის, ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაკავებულია ოთხი პირი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
არსებული ცნობით, არასრულწლოვანი ქორწილიდან მანქანით გაიტაცეს.