logo_geo
eng_logo
ოპოზიციის შეხვედრა წინანდალში - ხატია დეკანოიძე: ვისაუბრეთ სოციალურ საკითხებზე, მარტო ჩვენ არ ვართ, ბევრნი არიან, მკვლევარები, ექსპერტები
- +

16 ივლისი. 2023. 15:26

 

 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წინანდალში შეხვედრაზე იმყოფებიან. არაფორმალურ გარემოში გადაღებული საერთო ფოტო კახეთიდან, პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ წევრმა ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა აღწერით - „შეხვედრა წინანდალში“.

 

როგორც Facebook-პოსტიდან ირკვევა, შეხვედრის მონაწილეებს შორის ასევე არიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა, ოპოზიციონერი დეპუტატები - ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ტარიელ ნაკაიძე, პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი, „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი და ასევე, მედიაპლატფორმა „RealPolitika“-ს მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე.

 

ერთ-ერთ ფოტოში ასევე ჩანს „კოკა-კოლას“ მფლობელი, ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

 

Newshub.ge დაინტერესდა, რა არის შეხვედრის მიზანი და რა თემებზე მსჯელობენ მისი მონაწილეები.

 

როგორც Newshub-თან საუბარში ხატია დეკანოიძე განმარტავს, ეს არის სამუშაო შეხვედრა, რომელიც სოციალურ საკითხებს შეეხება. დეკანოიძის თქმით, ის არ შეეხება წინასაარჩევნო თემებს და არაპოლიტიკურია.

 

„სამუშაო შეხვედრაა სხვადასხვა სოციალურ საკითხზე. მარტო ჩვენ არ ვართ. ბევრნი არიან, მკვლევარები, ექსპერტები...“ - აცხადებს ხატია დეკანოიძე და სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

 

Newshub შეხვედრის სხვა მონაწილეებსაც დაუკავშირდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ კითხვას მოუცლელობის მიზეზით არ უპასუხა - „არ მცალია, კონფერენციაზე ვარ“, - თქვა მან. სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. შეხვედრა სავარაუდოდ, დღესაც გრძელდება.

 

https://www.facebook.com/khatia.dekanoidze.7

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner