logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში თამარ მეფის განახლებული ქუჩა დაათვალიერა
- +

16 ივლისი. 2023. 17:42

 

 

პრემიერ-მინისტრმა ლენტეხში თამარ მეფის განახლებული ქუჩა დაათვალიერა. ქუჩის რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის “განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განხორციელდა.

 

მთავრობის მეთაურს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიაწოდა. პროექტის ფარგლებში განახლდა შენობების გარე ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები, ჩატარდა ქუჩების, სკვერების გამწვანებისა და მოპირკეთება-მოწყობის სამუშაოები.

 

პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ლენტეხში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 შენობას, სულ ჯამში რეაბილიტირდება 39 შენობის გარე ფასადები, იცვლება კარ-ფანჯრები, მოეწყო გზის გამყოფი გამწვანების ზოლი, ღობეები, ტროტუარები, მოეწყობა სკვერი. სამუშაოები ჩატარდა სამ ეტაპად. პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოებში დაიხარჯა 2 935 828 ლარი, დამატებით იგეგმება 1.8 მილიონი ლარის ინვესტირება. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner