„რადიკალური ოპოზიციისთვის გაცილებით საინტერესოა სხვა საკითხებზე დისკუსია. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ გარკვეული რევოლუციური გეგმები დაისახოს საქართველოში“, - ამის შესახებ „იმედის კვირას“პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ წინანდალში გამართულ შეკრებაზე საუბრისას განუცხადა.
„საუბარი, რომ აფხაზეთთან დაკავშირებული თემების განხილვა მიმდინარეობს და ასე შემდეგ, ეს უბრალოდ შლეიფია, შეფუთვის საკითხია ამ შემთხვევაში ამ თემებზე ყურადღების გამახვილება. სინამდვილეში, მათთვის გაცილებით საინტერესოა სხვა საკითხებზე დისკუსია. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ გარკვეული რევოლუციური გეგმები დაისახოს საქართველოში“, - განაცხადა სარჯველაძემ.
კონსპირაციულ შეკრებაზე წინანდალში „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრები იმყოფებიან.