„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი „იმედის კვირასთან“ წინანდალში გამართულ რადიკალური ოპოზიციის დახურულ შეხვედრას გამოეხმაურა.
„ეს ხალხი ერთიანდება მხოლოდ ერთი მიზნით - ცალ-ცალკე ვერ აზიანებენ საქართველოსა და მის საზოგადოებას. ახლა ცდილობენ, ერთიანი ძალებით, იქნებ, დააზიანონ.
მტკიცებულებითი აღიარება აქვს ბატონ ჭყონიას, რომ ის ამ რადიკალების დამფინანსებელია და მათი მეგობარია, რომლებიც ეკლესიას აგინებენ და სახელმწიფოს ინსტიტუტებს არღვევენ,“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.