logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არა მგონია, ნიკა გვარამიამაც შეძლოს რაიმე არსებითი წვლილის შეტანა იმ სცენარში, რომელიც აქვთ მოაზრებული ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს
- +

16 ივლისი. 2023. 21:28

 

 

რადიკალურ ოპოზიციაში რაც უფრო მეტი ოდიოზური ფიგურა წამოიწევს წინა პლანზე, მით უკეთესი. არა მგონია, რომ ნიკა გვარამიამაც შეძლოს რაიმე არსებითი წვლილის შეტანა იმ სცენარში, რომელიც აქვთ მოაზრებული ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ გვარამიას სტრასბურგში ვოიაჟზე საუბრისას განუცხადა.

 

„ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არაფერი აქვთ საერთო საქართველოსთან, მეგობრობასთან. სინამდვილეში ისინი მოქმედებენ სწორედ იმ ძალების კარნახით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის რეალობა. სავარაუდოდ ამზადებენ რადიკალური ოპოზიციის ლიდერად ან ერთ-ერთ ლიდერად. ესეც კარგია. რაც უფრო მეტი ოდიოზური ფიგურა წამოიწევს წინა პლანზე რადიკალურ ოპოზიციაში მით უკეთესი. არა მგონია, რომ გვარამიამაც შეძლოს რაიმე არსებითი წვლილის შეტანა იმ სცენარში, რომელიც აქვთ მოაზრებული ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს,

 

რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო დამკვეთი, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ევროპარლამენტარების დონეზე. ეს ევროპარლამენტარებიც გარკვეული ძალების ზემოქმედების ქვეშ არიან. საბოლოო ჯამში, არიან ძალები, რასაც ჩვენ ვეძახით გლობალური ომის პარიას, რომლებიც დაინტერესებული არიან ქვეყანაში ვითარება აირიოს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner