logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: პრაქტიკულად, შევქმენით პრეცედენტი, თუ როგორ უნდა დახვდე და უმასპინძლო შენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანას მაშინ, როდესაც მათ დიდი განსაცდელი აქვთ
- +

16 ივლისი. 2023. 22:22

 

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირასთან“ უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად დევნილი ბავშვების საგანმანათლებლო საჭიროებებზე ისაუბრა.

 

„სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია, რომ ყველა მათი საგანმანათლებლო სურვილი, რაც ჩვენს კომპეტენციაშია, სრულად დავაკმაყოფილოთ. ამიტომ, ვფიქრობ, ამ კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკა არის ძალიან ნათელი, ურყევი და რაც მთავარია, სამაგალითო. პრაქტიკულად, შევქმენით პრეცედენტი, თუ როგორ უნდა დახვდე და უმასპინძლო შენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანას მაშინ, როდესაც მათ დიდი განსაცდელი აქვთ“, - განაცხადა ამილახვარმა.

 

მალე მეორე სასწავლო წელი დაიწყება, რაც უკრაინელი ბავშვები არამშობლიურ გარემოში იმყოფებიან და მათ ცხოვრების განსაკუთრებული პერიოდის თანაზიარი საქართველოა, ქვეყანა, სადაც ომისგან გადარჩენის ისტორიას ქმნიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner