logo_geo
eng_logo
ნინო ნადირაძე: პოლონელი ნეიროქირურგი ითხოვდა, რომ ნიმუშებზე კვლევა ჩატარებულიყო მის კლინიკაში, კონკრეტულად იმ ლაბორატორიაში, სადაც თავად მუშაობდა
- +

16 ივლისი. 2023. 23:37

 

 

ახლა გვეღიმება, მაგრამ დავუშვათ, სხვა ჩანაფიქრი ყოფილიყო. პოლონელი ნეიროქირურგი ითხოვდა, რომ ნიმუშებზე კვლევა ჩატარებულიყო მის კლინიკაში, კონკრეტულად იმ ლაბორატორიაში, სადაც თავად მუშაობდა“, - ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მან დეტალურად გაიხსენა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით კლინიკის მიერ ჩატარებული კვლევები და ასევე ისაუბრა, თუ როგორ მოხდა პოლონელი ექიმების სააკაშვილთან დაშვება და საკვლევად ნიმუშების აღება.

 

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ სააკაშვილთან შესულმა პოლონელმა ნეიროქირურგმა, არტურ ზააჩინსკიმ პალატიდან რაღაც გამოიტანა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მან ქაღალდში გახვეული თმა და ფრჩხილის ნიმუშები გამოიტანა.

 

ახლა გვეღიმება, მაგრამ დავუშვათ, სხვა ჩანაფიქრი ყოფილიყო. ეს ადამიანი ითხოვდა, რომ კვლევა ჩატარებულიყო მის კლინიკაში, კონკრეტულად იმ ლაბორატორიაში, სადაც თავად მუშაობდა.

 

მანამდე არანაირი ხელისშეშლა არ ყოფილა, ოფიციალური მოწმეების თანდასწრებით ნიმუშების აღება: თმის, ფრჩხილის, წარბის, ყველაფრის, ეს მათ უკვე ჰქონდათ გაკეთებული“, - განაცხადა ნადირაძემ.

 

მისი თქმით, რთულია, იმის თქმა, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ფაქტი.

 

ფიქრიც კი მზარავს, რომ ასე ადამიანების გაწირვა და გამეტება შეუძლიათ, რათა თავისი მინებისკენ გზა გაიკვალონ“, - დასძინა ნადირაძემ.

 

მას შემდეგ, რაც ექიმებმა კლინიკა დატოვეს, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner