logo_geo
eng_logo
ნინო ნადირაძე: პოლონელი ექიმები ძალიან კმაყოფილები იყვნენ ყველაფრით, თქვეს, რომ აბსოლუტურად ეთანხმებიან ჩვენს მკურნალობას
- +

17 ივლისი. 2023. 00:12

 

 

„ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „იმედი Live“- ში მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტით მყოფ პოლონელ ექიმთა ჯგუფზე ისაუბრა.

 

ექიმის თქმით, პოლონელი კოლეგები კლინიკაში არსებული სიტუაციით და პაციენტის მკურნალობით კმაყოფილები დარჩნენ.

 

„ძალიან კმაყოფილები იყვნენ ყველაფრით, რაც იქ ნახეს. თქვეს, რომ აბსოლუტურად ეთანხმებიან ჩვენს მკურნალობას. დიაგნოზებსაც გადახედეს და მადის მოსამატებელი პრეპარატი ჩართეს. ჩანაწერებიც გააკეთეს. პირველი შემთხვევაა, როდესაც სპეციალისტებმა ადამიანებად ჩაგვთვალეს და ჩანაწერები გაგვიკეთეს“, - განაცხადა ნადირაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner