logo_geo
eng_logo
ნინო ნადირაძე რადიკალური ოპოზიციაზე: ვერ ვხვდები, სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციებთან კლინიკა რა შუაშია, თუ არა რაღაც კეკლუცობა. ეს ხომ მათ არაფერში დაეხმარა
- +

17 ივლისი. 2023. 00:35

 

 

„ვერცერთი მექანიზმით ვერ ვხვდები, კლინიკა აქციებთან რა შუაშია, თუ არა რაღაც კეკლუცობა“, - ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალური ოპოზიციის მიერ კლინიკის მიმდებარედ, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გამართულ აქციებზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, „საავადმყოფო ძალიან სპეციფიური ადგილია“, სადაც მძიმე დიაგნოზის მქონე ადამიანები მკურნალობენ.

 

„იქ იმდენი გაჭირვებული ადამიანია, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა. იმას შენი პოლიტიკური შეძახილები, თან საოცრად ხმამაღლა, არ აინტერესებს.

 

რაიმეს რომ წყვეტდეს, ეს საქმეს შველოდეს, გასაგებია, მაგრამ რა დანიშნულება აქვს კლინიკის ეზოში, სადაც სასწრაფო შემოდის, მომტირალი დედა დგას, ემოციების მთელი კორიანტელია! პაციენტის პატრონს საერთოდ არ ენაღვლება - თავისი შვილი, დედა უნდა ჰყავდეს კარგად და ასეთ დროს, ბოლო ხმაზე აქციის გამართვა კერძო დაწესებულების წინ, არ მესმის ეს რაში სწერია?! რაღაცნაირად ქულებს რომ უწერდნენ, ამით წინ წავიდოდნენ, კი, ბატონო, ხელს არავინ შეუშლით, მაგრამ ეს ხომ მათ არაფერში დაეხმარა“, - განაცხადა ნადირაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner