logo_geo
eng_logo
ადგილობრივი მედია: საქართველოს ოფიციალურმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა ჩილეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან
- +

17 ივლისი. 2023. 10:18

 

 

მიმდინარე კვირას, სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი სრულდებოდა, ჩილეში იმყოფებოდა საქართველოს წარმომადგენელთა მისია, ამ სახის პირველი ვიზიტით, რათა შეხვედროდნენ ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებს და განეხილათ თანამშრომლობის შესაძლო სფეროები. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პრესა აქვეყნებს.

 

ერთ-ერთი გამოცემის სტატიაში ნათქვამია, რომ საელჩოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დელეგაციამ, რომელიც შედგებოდა დეპუტატ ნიკოლოზ სამხარაძის - საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის, ჩილეში საქართველოს ელჩის, გვარამ ხანდამიშვილისა (რეზიდენციით ბუენოს-აირესი) და საელჩოს მრჩევლის, ნინო ფიფიასგან, შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან გლორია დე ლა ფუენტესთან, ჩილეს კონგრესის ორივე პალატის საგარეო ურთიერთობათა კომისიის წევრებთან, სენატის პრეზიდენტთან, ხუან ანტონიო კოლომასთან და ჩილე-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

 

სტატიაში წერია, რომ ჩილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კომუნიკეს თანახმად, სახელმწიფო მდივნის მოადგილის დე ლა ფუენტესა და დეპუტატ სამხარაძის შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა თემები, „სხვა საკითხებთან ერთად, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო ასპექტები, დაკავშირებული ტურიზმსა და აკადემიებს შორის თანამშრომლობის კუთხით, გამოცდილების გაცვლასთან“, ამასთან, „გამოხატულ იქნა ორივე მხარის სურვილი, თანამშრომლობის გზით, ხელი შეეწყოს და გაგრძელდეს მჭიდრო ურთიერთობები“.

 

საქართველოს საელჩოს განცხადებით, ვიზიტისას, ასევე საუბარი შეეხო საპარლამენტო დონეზე ორმხრივ თანამშრომლობას, საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებებს შორის გამოცდილების გაცვლას, საჯარო სერვისების გაწევის საუკეთესო პრაქტიკებსა და საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში, ორმხრივ მხარდაჭერას.

 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს, რომელიც რუსეთს 2008 წელს დაუპირისპირდა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო, ისევე როგორც უკრაინას, თავის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ამოცანად აქვს საბოლოოდ, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება.

 

„ელ მერკურიოსთან“ კომენტარის სახით, სამხარაძემ ვიზიტი „პოზიტიურად“ შეაფასა და განსაკუთრებით აღნიშნა რომ ორივე ერი საერთო ინტერესებს იზიარებს.

 

„დიდად ვაფასებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ჩილეს მიერ, ისევე როგორც იმ რეზოლუციების მხარდაჭერას, რომელთაც ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარადგენს“, - აღნიშნა მან.

 

მან ასევე დასძინა, რომ საქართველოსთვის, ჩილე „საიმედო პარტნიორია“ სამხრეთ ამერიკაში, რადგანაც „ორივე ქვეყნას აქვს ღია ეკონომიკა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფართო სპექტრი, რაც ქმნის ძალიან კარგ წინაპირობას, რათა სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner