logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე კეზერაშვილზე: მეცენატობა ბიუჯეტიდან, ბიზნესის დატერორებით ან პენსიონერების გადაგდებით მიღებული თანხებით შეიძლება ჩაითვალოს ან ფულის, ან შებღალული სახელის, ან ორივეს ერთად გათეთრების მცდელობად
- +

17 ივლისი. 2023. 11:06

 

 

„ახლა დაიწყეს კეზერაშვილის ქველმოქმედად წარმოჩენა. მედიამენეჯერად ხომ დაკანონდა?!

 

წალენჯიხაში ჭადრაკის დარბაზი შეუკეთებია „ფორმულა ჯგუფის“ სახელით და მისი წარმომადგენელი სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობას უხდის“, - წერს ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით, ის ხალხი, რომელიც ერთი მხრივ, აქილიკებს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, რამდენიმე შეკეთებული შენობის შემდეგ ცდილობს, კეზერაშვილი მეცენატად მოიხსენიოს.

 

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ეს ნაბიჯი, ბიზნესის ტერორით, პენსიონერების მოტყუებით და ჯარის ბიუჯეტიდან მიღებული ფულის გათეთრების და შელახული იმიჯის აღდგენის მცდელობაა.

 

„ახლა დაიწყეს კეზერაშვილის ქველმოქმედად წარმოჩენა. მედია მენეჯერად ხომ დაკანონდა?!

 

წალენჯიხაში ჭადრაკის დარბაზი შეუკეთებია „ფორმულა ჯგუფის“ სახელით და მისი წარმომადგენელი სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობას უხდის. სჯობდა, მუნიციპალიტეტისთვის დაგეთმოთ დაფნის გვირგვინი.

 

ავიწყდებათ, რომ ქველმოქმედება, მეცენატობა თავდაცვის ბიუჯეტიდან, ან ბიზნესის დატერორებით ან პენსიონერების გადაგდებით მიღებული თანხებით შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ან ფულის, ან შებღალული სახელის, ან ორივეს ერთად გათეთრების მცდელობად და არა ქველმოქმედებად.

 

ესაა სასაცილო, რომ იგივე ხალხი ერთი მხრივ აქილიკებს ივანიშვილის ქველმოქმედებას, რომლის ფინანსების წარმომავლობას და ქველმოქმედების სისწორეს საერთაშორისო ორგანიზაციები უწევენ ექსპერტიზას, მეორე მხრივ იგივე ხალხს მცდელობა აქვთ კეზერაშვილის პირველი „საქველმოქმედო“ ნაბიჯი შემოგვაპარონ და რამდენიმე შეკეთებული შენობის შემდეგ უკვე მეცენატად მოიხსენიონ ხოლმე.

 

რა ქნა, ტელევიზიის აქციების ნახევარი უკვე გადაულოცა კოლექტივს? პასპორტმა შეუშალა ხელი. ვითომ არ იცოდა პასპორტი რომ არ ჰქონდა და ვერ გადააფორმებდა? ვისაც გჯერათ, მიყევით მაგ მატარებელს ბოლო გაჩერებამდე.

 

ანუ, ბი-ბი-სის ფილმის აღშფოთებამ გადაგიარათ? თუ რაღამც პასპორტი არ ჰქონია, მისი უძრავი ქონება აღარაა ტოქსიკური და შეგიძლიათ გააგრძელოთ სარგებლობა?

 

ისიც გაუგებარია, რატომ დაგპირდათ წილის ნახევარი და არა მთლიანი ნაწილი? წილის მეოთხედს რომ შეინარჩუნებდა, ქონების 25%-ის ტოქსიკურობაზე თანახმა იყავით? ანუ პენსიონერების ფულით ნაყიდი 25% ქონება მოსულა და 50% არა? ისიც ხომ გასაგებია, რომ ეს გადმოცემა რომც მომხდარიყო, ფორმალური, ანუ ფიქტიური იქნებოდა?

 

დავუშვათ და პასპორტის პრობლემა არ ჰქონოდა და ნახევარი კი არა, მთელი წილი მოეცა კოლექტივისთვის, ხელფასებს ხომ იხდის, ეს არ გიქმნით პრობლემას? ნაღდი ფული არაა იგივე წარმომავლობის?

 

კიდევ ერთი კითხვა. მესმის, გადაგიარათ ბი-ბი-სის ფილმის სიმწვავემ. ჯარის და ქართული ბიზნესის ხარჯზე რომ გამდიდრდა, არ გადარდებთ. მხოლოდ ევროპელი პენსიონერები აგეწვათ. თუმცა ხანმოკლედ. მაგრამ სხვა კუთხით შევხედოთ. შეგაშინათ ბი-ბი-სის გამოძიებამ და დავუშვათ, პირობითად, გადაიფორმეთ ტოქსიკური ფულით შეძენილი ტელევიზია. რა ჰქვია ამ პროცესს, ხომ ვერ მეტყვით? ჭუჭყიანის გარეცხვა ჰქვია? შემდეგ ვინც თქვენგან შეიძენს, „სუფთა“ ქონება იქნება?

 

მოკლედ, მასე შორს ვერ გაფრინდებით“, - წერს ამირან სალუქვაძე Facebook-ზე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner