logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ერთადერთი გზა აქვს დარჩენილი ოპოზიციას, რომ საზოგადოების გადაწყვეტილება, რაც იქნება 2024-ში, გამოაცხადონ გაყალბებულად და ატეხონ რევოლუციური პროცესები
- +

17 ივლისი. 2023. 14:33

 

 

„გამოჩნდა, რომ მათ ერთიანი პატრონი ჰყავთ უცხოეთში და ვერავინ ვერსად გაქცევას ვერ მოახერხებს, როცა საჭირო იქნება, ერთად მოიყრიან თავს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიციის შეხვედრიდან ბევრი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი, მათ შორის იმის, რომ მთელ ოპოზიციას ერთი და იგივე დამფინანსებელი ჰყავს.

 

„ძალიან ბევრი დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ შეხვედრიდან. ერთი ის, რომ პოლიტიკაში ყოფილი „ნაცი“ არ არსებობს. მეორე ის, რომ გამოჩნდა, რომ მათ ერთიანი პატრონი ჰყავთ უცხოეთში და ვერავინ ვერსად გაქცევას ვერ მოახერხებს, როცა საჭირო იქნება, ერთად მოიყრიან თავს. ერთადერთი გზა აქვთ დარჩენილი, რომ საზოგადოების გადაწყვეტილება რაც იქნება 2024-ში, გამოაცხადონ გაყალბებულად და ატეხონ რევოლუციური სცენარები და პროცესები“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner