logo_geo
eng_logo
გორში „ლიბერთის“ ახალი ფილიალი გაიხსნა
- +

17 ივლისი. 2023. 15:11

 

 

შიდა ქართლში, გორში „ლიბერთის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. ფილიალის გახსნას „ლიბერთის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე და საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია დაესწრნენ. ახალი ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად ფარავს მცირე და საშუალო ბიზნესისა და მაღალშემოსავლიანი ფიზიკური პირების მომსახურებას. ფილიალი გორში, ცხინვალის გზატკეცილი N2 მისამართზე მდებარეობს და 20-მდე თანამშრომელი იქნება დასაქმებული.

 

,,ლიბერთი“ აგრძელებს მომხმარებელზე მორგებული სერვისებისა და მომსახურებების დანერგვას რეგიონებში.

 

ჩვენი მიზანია, გავზარდოთ რეგიონში ფინანსურ რესურსსა და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა და შევთავაზოთ კომფორტული საბანკო მომსახურება. ბიზნესსა და  მაღალშემოსავლიანი მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ფილიალის გახსნით, ვფიქრობთ,  კიდევ უფრო ხელს შევუწყობთ აღნიშნულ პროცესს“, - აცხადებს  „ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner