logo_geo
eng_logo
მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა
- +

17 ივლისი. 2023. 15:12

 

 

88 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ომარ მხეიძის ოჯახის წევრები ადასტურებენ.

 

ომარ მხეიძე 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი, 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე, სადაც 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე; იყო კინოკომპანია „ჯიმ შვანთეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1984-1989 წლებში იყო თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი, ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კათედრის კონსულტანტი.

 

ომარ მხეიძეს ანსამბლთან ერთად გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს 87 ქვეყანაში. მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის: „წლის ადამიანი“, „ქართული კულტურის ამაგდარი“, „ქართული კულტურის რაინდი“, საპატიო სიგელი „სახალხო სიყვარული“, „საუკუნის მოცეკვავე“ „ხელოვნების ქურუმი“.

 

პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით, ფონდმა „ქართული გალობა“ 2016 წლის 8 ივნისს ქართული ხალხური ცეკვის პოპულაპიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიანიჭა „ღვაწლმოსილი მოცეკვავის“ წოდება. ამასთან, 2011 წელს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

 

მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2015 წელს – საპატიო ბათუმელი; 2012 წელს – საქართველოს ეროვნული პრემია; 2000 წელს – თბილისის საპატიო მოქალაქე; 1996 წელს – ქართული ქორეოგრაფიულ ხელოვნებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის მომზადების საქმეში დიდი დამსახურებისათვის ღირსების ორდენი; 1971 წელს – საქართველოს სახალხო არტისტი; 1963 წელს – საქართველოს დამსახურებული არტისტი; ქუთაისის საპატიო მოქალაქე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner