logo_geo
eng_logo
გრეტა წიწავა: ერთი წუთით წარმოიდგინეთ, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს რომ არ გამოევლინათ პოლონელი ექიმის თაღლითობა...
- +

17 ივლისი. 2023. 15:44

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა პოლონელ ექიმებთან დაკავშირებულ სკანდალს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ის ვიდეომასალა რომ არ არსებობდეს, რაც იუსტიციამ გაავრცელა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ გამოევლინათ პოლონელი ექიმის თაღლითობა, ძალიან მალე ჩვენ გვექნებოდა რომელიმე წამყვანი კლინიკის/ექსპერტიზ(ებ)ის დასკვნა, რომ სააკაშვილი მოწამლულია.

 

მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები მცდელობასა და მილიონებს არ აკლებენ, საქართველოს იმიჯი შელახონ და მოახდინონ ინსტიტუციების დისკრედიტაცია, მაგრამ მერწმუნეთ, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და არავის გამოუვა, შინ და გარეთ, მორყევის მცდელობაც კი“, - წერს გრეტა წიწავა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner