logo_geo
eng_logo
მთავრობის ადმინისტრაციაში უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
- +

17 ივლისი. 2023. 16:09

 

 

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი ეწვია.

 

უზბეკეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.

 

მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები გააცნეს.

 

დახვედრის ცერემონიის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner