logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დავით უსუფაშვილმა „რესპუბლიკური პარტია“ სექტად ჩამოაყალიბა!
- +

6 სექტემბერი. 2016. 01:06


„დავით უსუფაშვილმა ისეთი თეორია ჩამოაყალიბა, რამაც წლების განმავლობაშირესპუბლიკური პარტია" სექტად ჩამოაყალიბა", -  განაცხადა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში.



დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში ისე ილაპარაკა და ისეთი თეორია ჩამოაყალიბა, რამაც წლების განმავლობაში მისი პარტია სექტად ჩამოაყალიბა. „რესპუბლიკური პარტიაარის ჩაკეტილი წრე, სადაც რაღაც პრინციპების იქით ვერ გადიან. მიუხედავად დალაგებული რიტორიკისა, დავით უსუფაშვილის საუბარში ძალიან ბევრი უსუსური დასკვნა გამოიკვეთა", - განაცხადა ვოლსკიმ.


მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც წასვლისთვის გამზადებული დავით უსუფაშვილი უკან დააბრუნა.


ხანდახან, პოლიტიკური  პარტნიორები გალანტურობას და ეთიკის დაცვას მოითხოვენ მაშინ, როცა ადამიანურად, ეს ვალდებულება თავადაც აქვთ და რაც ენაზე მოადგებათ, არ უნდა თქვან. დავით უსუფაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც წასვლისთვის გამზადებული დავით უსუფაშვილი უკან დააბრუნა. დავით უსუფაშვილი პარლამენტის კარგი თავმჯდომარე იყო, მაგრამ როგორც კი მან პატარა ჯგუფში გადაინაცვლა, მისი დიაპაზონი მაშინვე დავიწროვდა", - განაცხადა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა.


როგორც მან აღნიშნა, საზოგადოება ხედავს, რომ კვირიკაშვილის მეთაურობით, მთავრობის პოლიტიკა სტაბილურობის გარანტია.


"საზოგადოება ხედავს, რომ კვირიკაშვილის მეთაურობით, მთავრობის პოლიტიკა სტაბილურობის გარანტია. ეს არის პოლიტიკა, რომლითაც საერთაშორისო თანამეგობრობაში უზრუნველყოფილია ისეთი პოზიცია, რომელიც უსაფრთხოების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. რესურსებით მცირე ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გაწონასწორებული პოლიტიკა და ფაციფუცის გარეშე, დინჯად საქმის გაკეთება ისაა, რასაც ხალხი ითხოვს", - განაცხადა  ვოლსკიმ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner