logo_geo
eng_logo
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში უმასპინძლა
- +

17 ივლისი. 2023. 20:46

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი - აბდულა არიპოვი, დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ადგილზე სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა და „112“-ის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, მათ შორის, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემებისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის სისტემის შესახებ. ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner