პიანისტი ელისო ბოლქვაძე ნიკა რურუას მოუწოდებს სარეკლამო რგოლებში მისი კადრები არ გამოიყენოს. მუსიკოსისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა მისი სახე ოპოზიციის წინასაარჩევნო კლიპში.
ელისო ბოლქვაძე განმარტავს, რომ მას არც ერთ პარტიასთან კავშირი არ აქვს.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საჯარო კადრები, როდესაც პოლიტიკური პარტია თუ ადამიანები მაჟორიტარად იყრიან კენჭს, მათ სარეკლამო კლიპში მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ არაკორექტულია ჩემი სახე გამოიყენონ და არ მკითხონ."- აცხადებს ბოლქვაძე.