logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე ნიკა რურუას კლიპში მის კადრებს აპროტესტებს
- +

6 სექტემბერი. 2016. 01:16


პიანისტი ელისო ბოლქვაძე ნიკა რურუას მოუწოდებს სარეკლამო რგოლებში მისი კადრები არ გამოიყენოს. მუსიკოსისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოხდა მისი სახე ოპოზიციის წინასაარჩევნო კლიპში.


ელისო ბოლქვაძე განმარტავს, რომ მას არც ერთ პარტიასთან კავშირი არ აქვს.


„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის საჯარო კადრები, როდესაც პოლიტიკური პარტია თუ ადამიანები მაჟორიტარად იყრიან კენჭს, მათ სარეკლამო კლიპში მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ არაკორექტულია ჩემი სახე გამოიყენონ და არ მკითხონ."- აცხადებს ბოლქვაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner