logo_geo
eng_logo
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი - აბდულა არიპოვი, დელეგაციასთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ეწვია. ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. „ადგილზე სტუმრე
- +

17 ივლისი. 2023. 20:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ თავდაცვის კოდექსი რელიგიური მიმართულებით დისკრიმინაციული არ არის.

სახელმწიფოს მიმართ „გირჩის“ პირველი პრეტენზია იყო, რომ წვევამდელებს ვანაწილებდით სხვადასხვა უწყებებში, რაც აღმოფხვრილი იქნება. თავდაცვის კოდექსი რომ იყოს დისკრიმინაციული რომელიმე რელიგიური ჯგუფის მიმართ, კონსტიტუციური რისკები იქნებოდა და მის განხილვებამდე „გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავდა“,- აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ „გირჩს“ რელიგიასთან არანაირი შეხება არ აქვს. "ჩვენ შეცდომა დავუშვით, რომ შინაარსობრივ განხილვაში არ შევედით და ეს ლეგიტიმაცია ცალსახად მივანიჭეთ მათ. რეალურად ეს არ არის ეკლესია, ესენი არ არიან სასულიერო პირები, შესაძლოა მიმდინარეობა დააფუძნონ, მაგრამ არანაირი შეხება მათ რელიგიასთან არ აქვთ და ვერ ექნებათ,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდაცვის კოდექსზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და აღნიშნულ საკითხებს საკმაოდ ფართო პირთა წრე, მათ შორის სამართალმცოდნეები განიხილავდნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner