ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-ს ეწურება საბრძოლო მასალის მარაგი უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდების ფონზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ჯეიკ სალივანის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აღმოაჩინა, რომ „155 მმ-იანი საბრძოლო მასალის მარაგი, რომელიც ნატოს სტანდარტის საბრძოლო მასალაა და გამოიყენება საარტილერიო ჭურვებისთვის, შედარებით მცირე იყო“.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაციამ ასევე შეიტყო, რომ საჭირო იქნება წლები და არა თვეები, რათა აღადგინოს მარაგი მისაღებ დონემდე, რაც რთული ამოცანაა მაშინ, როდესაც ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას ომში.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა პენტაგონს დაავალა, სწრაფად იმოქმედოს, რათა გაეზარდონ ქვეყნის შესაძლებლობები, აწარმოოს ყველა საბრძოლო მასალა, რომელიც შეიძლება დაგვჭირდეს ნებისმიერი კონფლიქტისთვის ნებისმიერ დროს. თვიდან თვემდე ჩვენ ვზრდით საბრძოლო მასალის მიწოდების შესაძლებლობებს“, - დასძინა მან.