უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ სექტორში ოპერატიული მდგომარეობა კვლავ რთულია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„მტერი ინტენსიურად ათავსებს დამატებით ძალებსა და საშუალებებს ამ ტერიტორიაზე [ბახმუტის ირგვლივ], ძირითადად სადესანტო ძალებს, რათა შეაჩეროს ჩვენი ჯარების შეტევა ბახმუტის რაიონში“, - აღნიშნა ოლექსანდრ სირსკიმ.
„აღმოსავლეთ სექტორში ოპერატიული მდგომარეობა კვლავ რთულია. ამავდროულად, მტერმა წამოიწყო შეტევა კუპიანსკის მიმართულებით, რომლის მიზანი იყო კუპიანსკის რაიონში ჩვენი ჯარების დამარცხება და შეტევის გაგრძელება ჩვენი საბრძოლო ფორმირებების სიღრმეში“, - დასძინა მან.