logo_geo
eng_logo
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი: აღმოსავლეთ სექტორში ოპერატიული მდგომარეობა კვლავ რთულია
- +

17 ივლისი. 2023. 21:17

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ სექტორში ოპერატიული მდგომარეობა კვლავ რთულია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

მტერი ინტენსიურად ათავსებს დამატებით ძალებსა და საშუალებებს ამ ტერიტორიაზე [ბახმუტის ირგვლივ], ძირითადად სადესანტო ძალებს, რათა შეაჩეროს ჩვენი ჯარების შეტევა ბახმუტის რაიონში“, - აღნიშნა ოლექსანდრ სირსკიმ.

აღმოსავლეთ სექტორში ოპერატიული მდგომარეობა კვლავ რთულია. ამავდროულად, მტერმა წამოიწყო შეტევა კუპიანსკის მიმართულებით, რომლის მიზანი იყო კუპიანსკის რაიონში ჩვენი ჯარების დამარცხება და შეტევის გაგრძელება ჩვენი საბრძოლო ფორმირებების სიღრმეში“, - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner