"პეტრას აუსტრევიჩუსი პირდაპირ არის შემჩნეული რადიკალური ოპოზიციის ლობირებაში," - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„საკითხავია, რას წარმოადგენს მის მავრ მიზანს, მხარი დაუჭიროს საქართველოს მის ხელისუფლებას და იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ეყრდნობა საკუთარ ეროვნულსა და სახელმწიფო ინტერესებს, თუ მხარი დაუჭიროს რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც მხოლოდ რევანშზეა ორიენტირებული და რომლის პირობებშიც საქართველო დღეს ელემენტარულად გადაქცეული იქნებოდა პოლიგონად“, - განმარტა ჩიქოვანმა.
ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა საქართველოს ხელისუფლებას „პოლიტიკური ბანდა“ უწოდა. მან ეს განცხადება საქართველოს მთავრობის მეთაურის საპასუხოდ გააკეთა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამიტის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.