logo_geo
eng_logo
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ სანაპირო დაცვის დღე აღნიშნა
- +

17 ივლისი. 2023. 23:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსებიდან 25 წელი შესრულდა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან, რამაზ პაპიძესთან ერთად პირად შემადგენლობას პროფესიული დღე ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე მიულოცა და თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა. ინფორმაციას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს სანაპირო დაცვას 25 წელი შეუსრულდა. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს! შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებში: საზღვაო სივრცეში, საზღვაო უსაფრთხოებასთან და უშიშროებასთან დაკავშირებულ კომპლექსურ ამოცანებს ახორციელებს. უნდა აღინიშნოს, რომ სანაპირო დაცვის დეპარტამენტი დინამიურად ვითარდება, რაც თითოეული თქვენგანის ყოველდღიური კეთილსინდისიერი შრომის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საერთაშორისო პარტნიორების დიდი დამსახურებაა. სანაპირო დაცვა მისი ფუნქციონირების 25 წელს, მიღწევებითა და დიდი ისტორიით ხვდება. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, საქართველოს ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის ,,ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა. სწორედ სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფების ნატოს შეფასების 4 - წლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების საფუძველზე, მივაღწიეთ ამ მნიშვნელოვან შედეგს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ მიღწევისთვის. საქართველოს პარლამენტმა ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლების ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში ,,ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის სამხედრო - საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა“, - განაცხადა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ.

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 21 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner