logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: რით ვერ გავიგეთ, რომ NATO-მ ჩაილურის წყალი დალია?!
- +

10 მარტი. 2016. 22:41


 

„რით ვერ გავიგეთ, რომ NATO- ჩაილურის წყალი დალია?!"- მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

 

„ხალხნო და ჯამაათნო, ერო და ბერო, პოლიტიკოსებო, პოლიტიკურო პარტიებო, ექსპერტებო, ჟურნალისტებო და .... ვინმემ ამიხსენით, თურქმენეთის მსგავსი ნეიტრალიტეტის მიღწევა ვცადეთ და არ გამოგვივიდა?

 

ან რატომ არ შეიძლება, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ბუფერული სახელმწიფოს სტატუსის მოსაპოვებლად წარიმართოს ?.. ვცადეთ და არ გამოგვივიდა?!

 

რით ვერ გავიგეთ , რომ NATO- ჩაილურის წყალი დალია, მაინცდამაინც დედა უნდა შეგვაგინონ და სამი თითის კომბინაცია გვაჩვენონ, რომ შევიგნოთ?! (ის კიდევ ცალკე თემაა, " NATO-s წევრ თურქეთსაც რომ არ დაეხმარებიან რუსეთთან კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, "ვიძიწე ლი" (?!)

 

(ლექსიკონი- ბუფერული სახელმწიფო - პატარა ან სუსტი სახელმწიფო, რომელიც დიდი და ძლიერი სახელმწიფოების მოსაზღვრედ მდებარეობს და ამ უკანასკნელთა შორის ურთიერთობებში ერთგვარი შემაკავებელი ზონის, ანუბალიშის" ფუნქციას ასრულებს. . - ცნება ასოცირდება ძალთა წონასწორობის პოლიტიკასთან, ვინაიდან ამგვარი ქვეყნების არსებობა დამოკიდებულია დიდ სახელმწიფოთა შორის ძალთა განაწილებაზე და ძლიერი მეზობლების უსაფრთხოების მოთხოვნილებებზე.)"


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner