logo_geo
eng_logo
ვაკეში ისევ სროლის ხმა ისმის - დაჭრილია ერთი ადამიანი
- +

6 სექტემბერი. 2016. 01:22


ცოტა ხნის წინ სროლა იყო ვაკეში. დაჭრილია ერთი ადამიანი. დაშავებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხის არეში აქვს ჭრილობა მიღებული, ის გადაყვანილია რესპუბლიკურ საავადმყოფოში.


რა მიზეზით დაჭრეს ახალგაზრდა მამაკაცი ჯერჯერობით უცნობია. დამნაშავე ამ დროისთვის დაკავებული არ არის მან სავარაუდოდ მიმალვა მოახერხა.


შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ დაწყებულია გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner