ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა დაგმო.
„ვგმობ რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლის შესახებ, მიუხედავად ჩვენი მოკავშირის თურქეთისა და გაეროს ძალისხმევისა.
რუსეთის უკანონო ომი უკრაინის წინააღმდეგ ზიანს აყენებს მილიონობით დაუცველ ადამიანს მთელს მსოფლიოში“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.