რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი აუცილებლად უპასუხებს ყირიმის ხიდზე იერიშს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
„ეს არის უაზრო დანაშაული, რომელსაც სამხედრო თვალსაზრისით არანაირი აზრი არ აქვს, რადგან ყირიმის ხიდი დიდი ხანია არ გამოიყენება სამხედრო გადაზიდვებისთვის. რუსეთის მხრიდან პასუხი, რა თქმა უნდა, იქნება. თავდაცვის სამინისტრო ამზადებს შესაბამის წინადადებებს“, - აღნიშნა მან.