უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა, რომ ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით მტერმა მძლავრი დაჯგუფება განათავსა - 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი.
„ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით მტერმა მძლავრი დაჯგუფება განათავსა: 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი, 900-ზე მეტი ტანკი, 555-ზე მეტი საარტილერიო სისტემა, 370 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.
უკეთ გაგებისთვის: ავღანეთში საბჭოთა ჯარების რაოდენობის პიკზე 120 ათასი ჯარისკაცი იყო.
მტერმა იქ განათავსა სადესანტო დანაყოფები, საუკეთესო მოტორიზებული ქვეითთა ქვედანაყოფები“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა.