logo_geo
eng_logo
უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერი: ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით მტერმა მძლავრი დაჯგუფება განათავსა - 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი
- +

18 ივლისი. 2023. 00:59

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა, რომ ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით მტერმა მძლავრი დაჯგუფება განათავსა - 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი.

ლიმანი-კუპიანსკის მიმართულებით მტერმა მძლავრი დაჯგუფება განათავსა: 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი, 900-ზე მეტი ტანკი, 555-ზე მეტი საარტილერიო სისტემა, 370 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.

უკეთ გაგებისთვის: ავღანეთში საბჭოთა ჯარების რაოდენობის პიკზე 120 ათასი ჯარისკაცი იყო.

მტერმა იქ განათავსა სადესანტო დანაყოფები, საუკეთესო მოტორიზებული ქვეითთა ქვედანაყოფები“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner