logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა უგუნური ნაბიჯია
- +

18 ივლისი. 2023. 00:21

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლას უგუნური უწოდა და განაცხადა, რომ შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღდგეს.

იმედი მაქვს, რომ ყველა ქვეყანა ამას ყურადღებით ადევნებს თვალს. ისინი დაინახავენ, რომ რუსეთი პასუხისმგებელია იმაზე, რომ უარი თქვა საკვების მიწოდებაზე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს ძალიან სჭირდებათ. რუსეთი ხელს უწყობს ფასების ზრდას იმ დროს, როდესაც ბევრი ქვეყანა განიცდის ძალიან მძიმე ინფლაციას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმება აღარ მოქმედებს. მან ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი რუსეთთან დაკავშირებული ვალდებულებები შესრულდება, მოსკოვი შეთანხმების რეალიზებას მიუბრუნდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner