საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს, დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
სტუმრების პატივსაცემად სადილი მთაწმინდაზე გაიმართა.
პრემიერ-მინისტრებმა ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირები არაფორმალურ გარემოში განიხილეს.