ლანჩხუთში, ერთ-ერთ კორპუსში ორი ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ისინი ბოლო ერთი კვირა არ ჩანდნენ.
გარდაცვალების ვერსიად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. გარდაცვლილები ნათესავები არიან. 86 და 72 წლის ქალების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აღიძრა.