logo_geo
eng_logo
ქუთაისში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
- +

18 ივლისი. 2023. 10:14

 

 

ქუთაისში მეორე დღეა ზარალს ითვლიან. სტიქიით დაზარალებული უბნები იწმინდება.

 

როგორც მერიაში განმარტავენ, სპეციალური საორგანიზაციო ჯგუფები მუშაობენ, გამოვლენილია ოთხი ძირითადი ადგილი, სადაც კაპიტალური ჩარევაა საჭირო. მათ შორისაა მდინარე ოღასკურის სანაპირო და სანიაღვრე ქსელები.

 

ძლიერმა წვიმამ ქუთაისის რამდენიმე უბანი 2 დღის წინ დააზარალა. დაიტბორა სახლები და ქუჩები. დროებით შეფერხებული იყო იუსტიციის სახლში მოქალაქეთა მომსახურება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner