logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი შეკრება ემსახურება მათ მიზანს, რომ მთავრობა შეიცვალოს რევოლუციური გზით, რადგან არჩევნების გზით, კანონიერად ხელისუფლების შეცვლის არავითარი რესურსი არ გააჩნიათ
- +

18 ივლისი. 2023. 12:02

 

 

განხილვის საგანი, რა თქმა უნდა, იყო მათ მიერ იმ ღონისძიებების შემუშავება, რომელიც ქართულ საზოგადოებაში შემოიტანდა არეულობას, შფოთსა და აგრესიას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია აცნობიერებს, რომ კანონიერად ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ამიტომ ერთადერთი გზა დარჩა - რევოლუციის მოწყობა, ამისთვის კი ყველა ხერხს მიმართავს.

 

განხილვის საგანი, რა თქმა უნდა, იყო მათ მიერ იმ ღონისძიებების შემუშავება, რომელიც ქართულ საზოგადოებაში შემოიტანდა არეულობას, შფოთსა და აგრესიას აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წინააღმდეგ. ესსაბოლოო ჯამში ემსახურება მათ მიზანს, რომ მთავრობა შეიცვალოს რევოლუციური გზით, რადგან არჩევნების გზით, კანონიერად ხელისუფლების შეცვლის არავითარი რესურსი არ გააჩნიათ.

 

პოლონელი ექიმის ეს გაუგონარი საქციელი, რომელიც სცდება ყოველგვარ ეთიკას, რა თქმა უნდა, მოწმობს იმას, რომ მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სპეკულაციების გაგრძელებას მომავალშიც აპირებდნენ. ასეთი ტიპის ქმედებები ჩვენ არ გვიკვირს იმის ფონზე, რომ მილიონ-ნახევარი დოლარი დაიხარჯა საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს იმიჯის შესალახად“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner