logo_geo
eng_logo
სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
- +

18 ივლისი. 2023. 13:44

 

 

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსი კახა დვალი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაზიფიცირების მიმდინარე სამუშაო პროცესს დაესწრო. ადიგენის, ახალციხის, ასპინძისა და ბორჯომის 14 დასახლებულ პუნქტში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე,  გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 138 301 გრძივი მეტრი გაზსადენი და  1 559 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.

 

გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გასულ წლებში სამცხე -ჯავახეთის რეგიონში გაზიფიცირდა 24 დასახლებული პუნქტი და 2 555 აბონენტმა შეძლო ბუნებრივი გაზით სარგებლობა. მომავალ წელს დაგეგმილია დამატებით 6 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების სამუშაოების განხორციელება.

 

მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებული გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, სამუშაოები საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს 10 რეგიონის, 27 მუნიციპალიტეტის 104 დასახლებულ პუნქტში. ჯამურად აშენდება 1 221 589 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც დამატებით 15 419 აბონენტს მისცემს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობას.

 

აღსანიშნია, რომ 2013-2021 წლებში ბუნებრივი აირი მიიღო 771 დასახლებულმა პუნქტმა, ხოლო 2024 წლისთვის გაზიფიცირებული იქნება მოსახლეობის დაახლოებით 93 პროცენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner