logo_geo
eng_logo
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) შემეცნებითი სალექციო კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა
- +

18 ივლისი. 2023. 15:23

 

 

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) შემეცნებითი სალექციო კურსის - „მე, საქართველოს მომავალი“ დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ერთთვიან კურსში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხების საბაზისო ცოდნის გაზიარებას მოიცავდა, ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები მონაწილეობდნენ. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და დავით სუჯაშვილი დაესწრნენ. გრიგოლ გიორგაძემ მონაწილეებს თავდაცვის კოდექსის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრის მოადგილეებმა კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვეს და მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორთან, მამია ბალახაძესთან ერთად სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მსმენელებს ერთი თვის განმავლობაში ლექციებს თავდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოწვეული მომხსენებლები უტარებდნენ.

 

შემეცნებითი კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner