logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ეს პოლიტიკურად განადგურებული რადიკალური ოპოზიცია, თუ პარტიები გინდ შეიტანე, გინდ გამოიტანე პარლამენტსა და პოლიტიკაში. გინდ ერთად იყვნენ, გინდ ცალ-ცალკე. ეს უკვე არითმეტიკაა - ნოლს პლიუს ნოლი უდრის ნოლს
- +

18 ივლისი. 2023. 17:11

 

 

„ნაც-მოძრაობამ“, პრიგოჟინის პარტიამ თქვა, რომ ის უნდა იყოს ცენტრი და მის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ, შემდეგ „ლელომ“ თქვა, არა, ჩვენ უნდა ვიყოთ ცენტრი და ჩვენ ირგვლივ უნდა გაერთიანდნენო," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია მხოლოდ მაშინ იკრიბება და ერთიან სამოქმედო სტრატეგიას განიხილავს, როდესაც ამად ქვეყნის გარედან მისი პატრონები უბრძანებენ.

 

„კიდევ ერთხელ მტკიცდება, რასაც ვამბობდით, რომ ოპოზიცია არის ერთიანი, ერთი ხის ნაყოფი, ამიტომ კარგი იქნება საზოგადოებისთვის, როდესაც დაინახავს, რომ მიუხედავად სხვადასხვა ვითომ პოლიტიკური მიმართულებებისა, ისევ გაერთიანდნენ, როდესაც პატრონმა უთხრა, რომ აუცილებელია რევოლუციური სცენარები, არეულობა და ასე შემდეგ. ეს პოლიტიკურად განადგურებული რადიკალური ოპოზიცია, თუ პარტიები გინდ შეიტანე, გინდ გამოიტანე პარლამენტსა და პოლიტიკაში. გინდ ერთად იყვნენ, გინდ ცალ-ცალკე. ეს უკვე არითმეტიკაა, 0+0=0.

 

ეს კიდევ აბნევს ოპოზიციის ამომრჩეველს, რომელიც ისედაც ცოტა დარჩა, როდესაც „ნაც-მოძრაობამ“, პრიგოჟინის პარტიამ თქვა, რომ ის უნდა იყოს ცენტრი და მის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ, შემდეგ „ლელომ“ თქვა, არა, ჩვენ უნდა ვიყოთ ცენტრი და ჩვენ ირგვლივ უნდა გაერთიანდნენო, მერე ვაშაძემაც იგივე თქვა, საბოლოოდ კი ერთ ტაფაში აღმოჩნდა სულ ყველა ორი დღის წინ.“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner