logo_geo
eng_logo
„ნაც. მოძრაობის“ მიერ ათასობით ჩახოცილ თუ ნაწამებ ადამიანთა ხსოვნის საპატივცემულოდ“- GFA განცხადებას ავრცელებს
- +

6 სექტემბერი. 2016. 03:59


სოციალური ფორუმი - „ამერიკის ნამდვილი მეგობრები" (GFA) გოგა ხაინდრავას ფილმთან, „ჰროკრატიასთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ფილმს აუცილებლად უნდა უყუროს, რადგან თითქმის ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის დამარცხების შემდეგ.



„არ წყდება პოლემიკა მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გოგა ხაინდრავას ფილმზე "ჰეროკრატია". გაყოფილია აზრი ფართო აუდიტორიისთვის ამ ფილმის ჩვენების მიზანშეწონილობაზე. ამიტომ, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მოგვეძიებია ისტორიულ მეხსიერებაში ანალოგიური ფაქტები. გამომდინარე იქიდან, რომ მრავლადაა პარალელები გერმანულ- ჰიტლერულ ნაცისტურ და ქართულ-სააკაშვილურ ნაციონალურ რეჟიმებს შორის და ისევე როგორც ომისშემდგომ გერმანიაში, აქაც თვალნათლივია დამნაშავე მართველი ძალის რეინკარნაციის თავხედური მცდელობები, აგრეთვე ნაც.მოძრაობის მიერ ათასობით ჩახოცილ თუ ნაწამებ ადამიანეთა ხსოვნის საპატივცემლოდ, თავს ვალდებულად ვთვლით კიდევ ერთხელ შეგახსენოთ თუ რა ზომები გატარდა ომისშემდგომი გერმანიის ამერიკულ ზონაში ნაცისტური პარტიის გასამართლების შემდეგ მოსახლეობის გამოსაფხიზებლად, ფაშისტური იდეოლოგიის მიერ მიყენებული დამღუპველი შედეგების აღმოფხვრის კუთხით.

 

1946 .მიღებულ N104 კანონზე, რომლითაც დაიწყო დენაციფიკაციის მეორე ეტაპი, დაწვრილებით მოთხრობილია ჩვენი 8 ივნისის სტატიაში,რასაც უამრავი მოწონება თუ გამოხმაურება მოყვა.ამჯერად შევჩერდებით მხოლოდ იმ მომენტზე,სადაც ჩანს თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ნაცისტების არაადამიანური მართველობის ამსახველი ფილმების დემონსტრირებას. ომისშემდგომი გერმანიის ახალი ხელმძღვანელობა არ აპირებდა შემოფარგლულიყო მხოლოდ მთავარი ფაშისტი დამნაშავეების დასჯით და მთავარ ამოცანად თვლიდა მოსახლეობის გონებიდან და თვითშეგნებიდან ბოროტი ნაცისტური სულისკვეთების ამოძირკვას მისი შემდგომი დემოკრატიზაციის მიზნით. კერძოდ, ქალაქებსა თუ სოფლებში მოსახლეობას პირველ რიგში აიძულებდნენ დასწრებოდნენ ნაცისტების მიერ ჩადენილი მხეცობების ამსახველი დოკუმენტური ფილმების ჩვენებებს და მოენახულებინათ თვით საკონცენტრაციო ბანაკები.

 

იძულების წესი მდგომარეობდა იმაში, რომ ვინც არ დაესწრებოდა კინოჩვენებას,ვერ მიიღებდა სასურსათო ბარათს, რაც მაშინ გამოკვების ერთადერთი წყარო იყო.

 

მთავარი აზრი საერთოდ დენაციფიკაციის პროცესის იყო ზრდასრული და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, თუ შეიძლება ითქვას, ხელახლად აღზრდის,სულიერად და მორალურად გამოჯანსაღების და ეს კეთდებოდა მხოლოდ იმ საიმედო და საამაყო გერმანელების სახელით, ვინც შერინარჩუნა სახე და ღირსება ნაცისტური მართველობის პერიოდში.

 

ამერიკის ნამდვილი მეგობრები, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრს გამოვხატავთ და მოვითხოვთ აიკრძალოს და გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა და მათი ლიდერები, ისტორიული პარალელებიდან გამომდინარე!

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ გოგა ხაინდრავს ფილმის ჩვენებას ფართო მასებისთვის, როგორც პრევენციას ნაციონალური მოძრაობის რეინკარნაციის მცდელობის გზაზე !

 

არა ფაშიზმს და ნაციზმს 21 საუკუნეში!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner